"უფალი გეტყვის - რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ" - მეუფე სტეფანეს პოლიტიკური ქადაგება

15.06.22 12:46
"უფალი გეტყვის - რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ" - მეუფე სტეფანეს პოლიტიკური ქადაგება

მეუფე სტეფანეეს ანტიდასავლური ქადაგება -  ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ამბიონიდან დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, "ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად,  "უსამართლო" უწოდა. 

ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ და ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი. უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი მოდი ერთი აქ და რას ლაპარაკობდი, ამას, ამას, ამას ვის ატყუებდი, ის ხალხი გარშეემო რომ იყო რას უკეთებდი"- თქვა მეუფე სტეფანემ. 

მისივე მტკიცებით, ევროპის დედაქალაქში უსამართოლო რეზოლუცია მიიღეს:  

როდესაც სიცრუით აკეთებს და როდესაც უსამართლო რეზოლუციებს ღებულობს და როდესაც უსამართლო დადგენილებებით უნდა რაღაც გარკვეული სიკეთე მოიტანოს, შეუძლებელია სიკეთე უსამართლობით. შეუძლებელია, ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს, მათ, ვინც აქტიურად ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტის შესასვლელებს და პირდაპირ ერთ ამბავში იყვნენ და მეორეს იჭერდე, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ის, ვინც იქ რეზოლუციებს გამოსცემს, იმიტომ, რომ შენ ისინი გეუბნებიან, რომ ესენი დაიჭირე - იჭერ ვის? რომ იტყვის სიტყვას რაღაცას ან რაღაცას შეიგინება. მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურარარი...- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები