ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

15.06.22 13:08
ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ე.წ. პიჯაკების საქმე - მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გადაიდო.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, შემდეგი პროცესი 11 ივლისს, 11:00 საათზე ჩატარდება.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს დღეს ისევ ვერ დასეწრო. ადვოკატები ამბობენ, რომ მესამე  პრეზიდენტის მდგომაროება მძიმეა.

კლინიკიდან გამოგზავნილი ცნობა ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა. ამასთან ხაზგასასმელია ის, რომ  გვთავაზობენ "ვივა მედში" სხდომის ჩატარებას, უბრალოდ, მთავარია, ის რომ პრეზიდენტს პრობლემა აქვს არა 5 წუთიანი ტრანსპორტირების კლინიკიდან სასამართლომდე, არამედ სასამართლოში მონაწილეობის.  არ აქვს მნიშვნელობა პროცესი კლინიკაში ჩატარდება თუ სასამართლო დარბაზში. 

უპირველესი ამოცანაა, ექსპერტოზის დასკვნა რაც შეიძლება სწრაფად იყოს. გამიჭირდება ზუსტი პროგნოზი გავაკეთო, მათ შორის სასჯელის გადავადებაზე, რადგან სრული დოკუმენტაცია არ გვაქვს. ბუნებრივია, ექსპერტიზის დასკვნას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მათ შორის ამ სტრატეგიის მორგებაშიც"- აცხადებს შოთა თუთბერიძე.

მსგავსი სიახლეები