"ოცნების" უარი პრეზიდენტს - მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არ მივა
მმართველი პარტიის უარი საქართველოს პრეზიდენტს - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე არ მივა. ინფორმაცია "პირველებს" პარლამენტის დეპუტატებმა დაუდასტურეს.
გია ცაგარეიშვილი უარის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს მმართველ გუნდთან აქციის დაანონსება არ შეუთანხმებია. დეპუტატი ირწმუნება, რომ ხელისუფლების უარი პრეზიდენტთან ბოლოდროინდელ დაპირისპირებასთან კავშირში არ არის.
პრეზიდენტის მიერ გახმოვანებული აქცია, ეს არის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული და გახმოვანებული აქცია. ეს არ არის "ქართული ოცნების" პარტიული ღონისძიება და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ მივიღებთ ამ აქციაშ მონაწილეობას. დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია. ნებისმიერ ადამიანს შეუძ₾ა მიბრძანდეს, მონაწილეობა მიიღოს. ჩენი მთავარი ფუნქცია ახლა არის, ჩემი აზრით, ამ აქციაზედ ა 20 ივნისის აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად რაც ახლა ჩვენ გვჭირდება, ეს არის მშვიდობა, - თქვა მმართველი გუნდის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პროევროპული აქცია დაანონსა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქცია 16 ივნისს დედაქალაქის ცენტრში, ევროპის მოედანზე გაიმართება.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს.