"ყველგან უნდა მივიდეთ" - ომბუდსმენი დაანონსებულ აქციებზე
სახალხო დამცველი მივა ყველგან, სადაც ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, ახლა საზოგადოების ორად გაყოფის დრო არ არის და საზოაგდოება უნდა მივიდეს ყველა აქციაზე, რომელიც დაანონსებულია.
ახლა არ არის ნამდვილად დრო, რომ საზოგადოება დაიყოს და კიდევ უფრო გაიყო სხვადასხვა საკითხების გარშემო. მე პირიქით, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველგან, სადაც იქნება შეკრება, ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ჩვენ ალბათ ყველგან უნდა მივიდეთ და არ უნდა დავიღალოთ. ეს იქნება 2, 3 თუ 4 შკრება, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ევროპას დავანახოთ, რომ ჩვენი არჩევანია ევროპა და ასევე, ეს ქციები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგშ, ჩვენს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ხალხი ითხოვს იმ რეფორმების განხორციელებას, რაც დაგვაახლოებს ევროპასთან. შეიძლება უფრო მეტი შეკრებაც გახდეს საჭირო. მე ვემხრობი, რომ ყველგან წავიდეთ, - ამბობს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ
რომ საქართველოს პრეზიდენტმა პროევროპული აქცია დაანონსა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აქცია 16 ივნისს დედაქალაქის ცენტრში, ევროპის მოედანზე გაიმართება. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს.
ამასთან, კიდევ ერთი პროევროპული აქცია 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს.