"ჩვენით შევიკრიბოთ 18-ში" - "გირჩის" ლიდერი მესამე აქციას აანონსებს

15.06.22 13:50
"ჩვენით შევიკრიბოთ 18-ში" - "გირჩის" ლიდერი მესამე აქციას აანონსებს

სამოქალაქო აქტივისტების და პრეზიდენტის შემდეგ მესამე პროევროპულ აქციას "გირჩის" ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი  აანონსებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ საერთო გზა იპოვოს. 

თუ ერთ აქციაზე მიდიხარ - ნაცი ხარ, თუ მეორე აქციაზე მიდიხარ - ქოცი ხარ და აუტანელი გახდა ეს არჩევანი. იმის ნაცვლად, რომ რაღაცნაირად ვცადოთ საერთო გზა ვიპოვოთ, ვაჩვენოთ ევროპელებს, რომ მართლა ევროპა გვინდა და ამისთვის მაინც შეგვიძლია ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ შიდა პარტიული და შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორს შორის არჩევანი არ გავაკეთოთ და ჩვენით შევიკრიბოთ 18-ში, - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ  თავდაპირველად პროევროპული აქცია 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ამის შემდეგ კი იგივე შინაარსის კიდევ ერთი აქცია პრეზიდენტმა 16 ივნისს დაგეგმა. სალომე ზურაბიშვილი  მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები