16-ის აქცია საზოგადოების დაყოფას გამოიწვევს, არ შევუერთდები - დეკანოიძე
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია საზოგადოების გახლეჩვას გამოიწვევს. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ 16 ივნისის აქციაზე არ მივა.
16-ის აქცია, მე ვფიქრობ, უფრო გამოიწვევს საზოგადოების დაყოფას, იმიტომ, რომ ერთი აქცია უკვე დააანონსებული იყო. ამ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მივა და აუცილებლად უნდა მივიდეს. მე არ შევუერთდები 16-ის აქციას, მაგრამ ძალიან მნიშნელოვნია გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა საქართველოში საზოგადოებას ან თუნდაც ოპოზიციას ანაწევრებს, ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პროევროპული აქცია 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ამის შემდეგ კი იგივე შინაარსის კიდევ ერთი აქცია პრეზიდენტმა 16 ივნისს დაგეგმა. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს.