დღე და ღამე იგინებოდა, ხელს ურტყამდა, ნაპროკურალი, ის პოლიტპატიმარია?- მეუფე სტეფანე გვარამის შეწყალებას ეწინააღმდეგება

15.06.22 13:01
დღე და ღამე იგინებოდა, ხელს ურტყამდა, ნაპროკურალი, ის პოლიტპატიმარია?- მეუფე სტეფანე გვარამის შეწყალებას ეწინააღმდეგება

მეუფე სტეფანე "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეწინააღმდეგება. ამბიონიდან ქადაგებისას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა  5 ივლისის მოძალადეების გათავისუფლებაც მოთხოვა: 

მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურალი და ის პოლიტპატიმარია" - თქვა სასულიერო პირმა. 

ქადაგებისას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმის ფაქტსაც შეეხო და თქვა, რომ "რაც ეკუთვნოდათ, ის უთხრეს". 

ეხლა ვიღაცამ რაღაცა უთხრა ქუჩაში რომ მიდიოდნენ უკეთურ ხალხს და უთხრა რაც ეკუთვნოდა და დაიჭირეს იმიტომ, რომ იქიდან ნაბრძანებია, ჰყავთ პატრონები, უფალს პატრონად არ მიიჩნევენ, ის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს ყველა პატრონი გახდა...

მე ვფიქრობ, პირველი ის უნდა გააკეთო, იმ ხალხს რომ ხუთი წლები და რაღაცეები მიუსაჯეს უაზროდ, უნდა გამოუშვან, იმ ხალხს ეხლა რო დაიჭირეს კიდე, იმისთვის რომ 2 სიტყვა თქვეს რაღაც, ესენიც უნდა გამოუშვან, მართლები იყვნენ, თუ ის პოლიტპატიმრად ითვლება და გამოუშვეს იმდენი პარლამენტზე თავდამსხმელები, მაშინ ამ ხალხს ვინ რას ერჩის?..."  - ამბობს სტეფანე.  

 

მსგავსი სიახლეები