პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში ჩაჯდა - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" მორიგი იერიში პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ ქმედებაში დაადანაშაულა.
მეტიც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პრეზიდენტმა გუშინ "მოიტყუა".
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.
ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში ჩაჯდა.
როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს.
რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ - თქვა კობახიძემ.