ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, რომ თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ამას მას არავინ ეტყვის - კობახიძე
"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის. მმართველი პარტიის თავმჯდომარე, სალომე ზურაბიშვილის მიერ "მეორე ფრონტის გასსნის აბსურდულობაზე" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მას არავინ ეტყვის".
სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საბედნიეროდ, პრეზიდენტს მეორე ფრონტი გახსნის არანაირი ბერკეტი არ აქვს, "- თქვა კობახიძემ.
მისივე სიტყვებით: "ზურაბიშვილს შევახსენებთ, თბილისიდან 40 კილომეტრში არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას".
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას"- თქვა კობახიძემ.
მისი მტკიცებით, საქართველოს "უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ხლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა".
რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს"- დასძინა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ თქვა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია.