პრეზიდენტის მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ - "ოცნების" პასუხი პრეზიდენტს
"ქართული ოცნება" პრეზდენტის მიერ დაანონსებულ აქციას ემიჯნება. მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბუიშვილს უარი, ირაკლი კობახიძის პირით უთხრა.
კობახიძემ ზურაბიშვილი მისი მოწოდებების გამოც გააკრიტიკა:
ასეთ დროს, როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ლოჯისტიკის თუ სხვადასხვა კუთხით, მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია"- განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" ლიდერის მტკიცებით, "ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს".
კობახიძის თქმითვე, ევროკავშირმა გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე უნდა მიიღოს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, "სამართლიანი შეფასების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს."