გზა, რომლიც მხოლოდ გუბერნატორის სახლამდე მიდის - ოპოზიცია ოზურგეთში ნაწილობრივ შესრულებულ პროექტს აპროტესტებს
გზა, რომლიც მხოლოდ გუბერნატორის სახლამდე მიდის- გურიის გუბერნატორმა, ოზურგეთში, საკუთარ სახლთან, გზის აღდგენის სამუშაობი დაიწყო, თუმცა რებილიტაცია ბიუჯეტის ფულით გზის მხოლოდ იმ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც გუბერნატორს და მისი ოჯახის წევრებს უწევთ გადაადგილება. აღნიშნული გზის რებილიტაციას ადგილობრივები წლებია, უშედეგოდ ითხოვენ.
ეს ფაქტი ოპოზიციამ გააპროტესტა, რასაც ოზურგეთის საკრებულოში ხმაური მოჰყვა.
ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატის, დავით მჟავანაძის, ინფორმაციით, მას შემდებ, რაც მმართველი პარტიის სიით წარდგენილმა საკრებულოს დეპუტატებმა ხელფასი გაიზარდეს, ახლა იმით არიან დაკავებული, რომ საკუთარ სახლთან ინფრასტრუქტურა მოიწესრიგონ.
გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტში იხდის თანხას და ,,ოცნება" ცდილობს, რომ ეს თანხა როგორმე საკუთარ კეთილდღეობას მოახმაროს იმ დროს, როცა ირგვლივ პრაქტრიკულად გადათხრილია ყველაფერი.
ირგვლივ გავლა შეუძლებელია და მაინცდამაინც აღმოაჩინეს, რომ გუბერმატორთანაა გზა დასაგები. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, სამწუხაროდ. ვიცით რომ გუბერნატორს კი არა, გამგებელს საკუთარ ეზოში შეჰყავდა გზა - აცხადებს დავით მჟავანაძე.