პრეზიდენტი მიხვდა, რომ უმადურობა მის იმიჯს დააზიანებდა და უკან დაიხია - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ამბობს, რომ პრეზიდენტმა უკან დაიხია. როგორც ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მან საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები ნახა და რიტპრიკა შეცვალა:
სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა "არცერთს არ უნდა გადავაყოლოთო".
არ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა.
როგორც ჩანს, მან ნახა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს ძლიერ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია"- თქვა კობახიძემ.