"ოცნება" ეჭვობს, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილი პარტიას დააპირისპიროს

15.06.22 15:10
"ოცნება" ეჭვობს, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილი პარტიას დააპირისპიროს

ქართულ ოცნებას ეჭვობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილი პარტიას დააპირისპიროს.

განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპასუხო ბრიფინგზე გააკეთა. "პირველების" კითხვაზე პასუხისას კობახიძემ თქვა, რომ "რაღაც ეჭვები შეიძლება ქონდეთ", თუმცა ბოლომდე არ იციან "რა იხარშება სალომე ზურაბიშვილის თავში".

ეჭვების დონეზე ამაზე საუბარი არ გვინდა. ფაქტია, ჩანს, რას ემსახურება ეს განცხადება. რეალურად ეს შეგნებულად გააკეთა თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიედ სალომე ზურაბიშვილმა, ეს არ ვიცი. ეს ყველაფერი კი ემსახურება, იმას რაც "რადიკალურ ოპოზიციას" სურს - რაც შეიძლება სუბიექტი დაუპირისპირდეს მმართველ პარტიას. სამწუხაროდ ეს დღის წესრიგი გაარძელა სალომე ზურაბიშვილმა"- განაცხადა კობახიძემ. 

მისივე მტკიცებით, "პოლიტიკიდან გასულ, პარტიის დამფუძნებელთან" კონფლიქტი არ აქვთ. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები