თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს - დეკანოიძე ხელისუფლების იმპიჩმენტს არ გამორიცხავს
სალომე ზურაბიშვილის განცხადებების საფუძველზე, შესაძლოა ნამდვილად დადგეს მთავრობის იმპიჩმენტის საკითხი. ამის შესახებ ოპოზიციაში ღიად საუბრობენ.
ხატია დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს.
ენმ-ს ლიდერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაში იმპიჩმენტსაც გულისხმობს.
ნებისმიერი ინსტიტუტის მთავარი საზრუნავი არის სწორედ ის, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ინსპირაცი არ დაზიანდეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, თუ საქართველო დარჩება ცალკე, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა ძალიან მარტივად, შეიძლება იყოს, მათ შორის იმპიჩმენტი“. - ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, აფუჭებს.
კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის მოვალეობაა, ქვყენის ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს.