ამ ხელისუფლების პირობებში, მთავრობის იმპიჩმენტს აზრი არ აქვს - ზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, მთავრობის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აზრი არ აქვს.
გირჩის ლიდერი ამბობს, რომ ეს პროცესი მხოლოდ დემოკრატიობანას თამაში იქნება და მეტი არაფერი.
ხელისუფლება გვასაღებს კობახიძეს და ღარიბაშვილს, რომ თითქოს ღარიბაშვილისა და კობახიძის თვითშემოქმედებაა ის, რომ ისინი ამდგარი არიან და ლანძღავენ დასავლეთს.
რაც შეეხება იმპიჩენტის საკითხს, არც სასამართლო დაიწყებს მაგაზე მუშაობას და არც არავინ. არაფერი ეგეთი არ მოხდება, სანამ ეს ხელისუფლება არის. ჩემი აზრით იქნება დემოკრატიობანას თამაში, რომ თითქოს დემოკრატიული პროცესებით ჩვენთან რაღაცას შეიძლება მიაღწიო, მაგრამ ვერ მიაღწევ. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ჩემი აზრით არაფერს აზრი არ აქვს“. - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, აფუჭებს.
კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის მოვალეობაა, ქვყენის ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს.