გახარიას გუნდი მთავრობის იმპიჩმენტს, ამ ეტაპზე, არ ემხრობა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი მთავრობის იმპიჩმენტის მომხრე არ არის.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, მაშინ როდესაც დღეებია დარჩენილი სტატუსის მონიჭების საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ასეთი პროცესები ქვეყანას არ აწყობს.
არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ამისი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ, 48 საათი და მერე უკვე რამდენიმე დღეა დარჩენილი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და სიტუაცია შემოვატრიალოთ იმისთის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მონიჭების თაობაზე მიიღოს პოზიტიური საკითხი. ამიტომ, პირდაპირ გეტყვით, რომ იმპიჩმენტს მე არ ვისურვებდი, რომ ამ საკითხს ასეთი განვითარება ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, პრემიერი არის ღარიბაშვილი“. - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ მთავრობა ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს, პირიქით, აფუჭებს.
კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის მოვალეობაა, ქვყენის ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთოს.