ნიკა გვარამია შეწყალებას არ ელოდებოდა - ხატია დეკანოიძე
ნიკა გვარამია ამბობს, რომ პრეზიდენტისგან მის შეწყალებას არ ელოდებოდა. ენმ-ს ლიდერმა გვარამია ციხეში რამდენიმე წუთის წინ მოინახულა.
მოკა ძალიან მხნედაა, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულად გზავნილები, რომელიც იყო, მათ შორის თუნდაც ევროპარლამენტში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბრიუსელში, რა თქმა უნდა, მე ეს ნიკას გადავეცი. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაშური გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითია ნიკა. ერთი რაც არის მისთვის ახლა მნიშვნელოვანი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი"