"კონფლიქტი არის რეალური, ბიძინა სალომეზე გაბრაზებულია" - ეკა ბესელია
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, თვლის რომ მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტი რეალურია.
ეს რეალური კონფლიქტია, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის პოზიცია - ეს თამაშის ნაწილი არ არის. ეს კონფლიქტი გარდაუვალი იყო.
ივანიშვილი ამ კონფლიქიტის მიღმა და კობახიძე დამოუკიდებლად მოქმედებს, შორს ვარ ამ აზრისგან. კობახიძე უბრალოდ, ის ფიგურა არ არის, რამეს ბედავდეს. ის არის მხოლოდ გამხმოვანებელი. ის ამ შავ-ბნელ საქმეებს საკუთარ თავზე იღებს. სალომე ბიძინაზე რომ გაბრაზებულია, ეს იკითხება, იმიტომ რომ სალომე არ არის "ქართული ოცნების" კონტროლის ქვეშ"- განაცხადა ეკა ბესელიამ.