უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი! - ზურაბიშვილი ანდრია ჯაღმაიძეს უპირისპირდება

15.06.22 17:48
უნდა იცოდეს,  როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი! - ზურაბიშვილი ანდრია ჯაღმაიძეს უპირისპირდება

"საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!" - მსგავსი შინაარსის განცხადება სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. 

სალომე ზურაბიშვილი მამა ანდრია ჯაღმაიძეს უპირისპირდება: 

პრეზიდენტის თხოვნა იყო პირადი ხასიათის! პატრიარქის სურვილის გარეშე  პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას! არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა! პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება! რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!
ამ მოცემულობიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!- წერს პრეზიდენტი. 

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება "ვერ მოხერხდა". 

 

 

 

მსგავსი სიახლეები