უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - სააკაშვილი

15.06.22 19:37
 უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - სააკაშვილი

ჩემი აზრით,  უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს  -  საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროგნოზირებს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს დათქმის გრძელი სიით მიიღებს.

არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები.

დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები.- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები