ზურაბიშვილმა ესროლა მთავრობას და ტყვია მოხვდა ქვეყანას - თეა წულუკიანი

16.06.22 01:00
ზურაბიშვილმა ესროლა მთავრობას და ტყვია მოხვდა ქვეყანას - თეა წულუკიანი

"პრეზიდენტმა ესროლა მთავრობას და, სინამდვილეში, ტყვია მოხვდა ქვეყანას"- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. 

წულუკიანი აბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს " უნდოდა მთავრობის დაზიანება":

"...მაგრამ პირდაპირ მიეძღვნა, ალბათ, მისდა უნებურად, მისი ნათქვამები და ბრიფინგი არა მთავრობის დაზიანებას, არამედ დაზიანებას იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით მთელი ქვეყანა და, როგორც მან თქვა, ისიც მიისწრაფვის და მე ამის მჯერა. მე არ ვიცი მიზეზი, მაგრამ მისი ბრიფინგი ეძღვნებოდა მთავრობის დაკნინებას, იმის ძახილს, რომ მთავრობა არის მატყუარა, მან ეს პირდაპირ თქვა"- განაცხადა წულუკიანმა "იმედის" ეთერში. 
 

მსგავსი სიახლეები