პრეზიდენტის ალტერნატიული აქცია - ევროპის მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა
პრეზიდენტის ალტერნატიული აქცია ორგანიზების გარეშე - ადგილზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა დღეს შეკრება დაანონსა, მოსამზადებელი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ევროპის მოედანზე არც სცენაა დამონტაჯებული და არც აპარტურა დგას. ამ დრომდე არ არის გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობაც.
რას აპირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როდის დაიწყებს მზადებას აქციისთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დღეს, 16 ივნისს 7 საათზე ხალხს პროევროპულ აქციაზე ელოდებიან.
რაც სეეხება ოპოზიციას, მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციას არ შეუერთდებიან. მათი თქმით, იმაში, რომ პრეზიდენტს ევროპაში გაფუჭებული საქმე დახვდა, პრეზიდენტსი ბრალეულობაც არის.
მისი როლი უნდა ყოფილიყო გამაერთიანებელი და აღმოჩნდა კიდევ უფრო დამყოფი, რაც რეალურად არის ძალიან ცუდი, ამ შემთხვევაში. შეწყალების ინსტიტუტის გარდა არ გამოიყენა ვეტოს ბერკეტი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ადამიანიას დანიშვნას რეალურად არ გაუწია ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებებს ანგარიშის, არასამთავრობოებს. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ აქ სალაპარაკოც არაფერია, - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პროევროპული აქცია 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ამის შემდეგ კი იგივე შინაარსის კიდევ ერთი აქცია პრეზიდენტმა 16 ივნისს დაგეგმა. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს. მან ასევე, აქცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოიწვია და მოუწოდა ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ევროპის მოედანზე მდუმარე აქციაზე მისვლისკენ.
ამ დროისათის აქციაზე მისვლის სურვილი რამდენიმე ელჩმა გამოთქვა. დღეს ასევე, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მიწვევა საქართველოში ევროკავსირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც მიიღო და ის ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს.