მაკრონის ვიზიტი მოლდოვაში - ოპოზიცია შიშობს, რომ საქართველო ტრიოს ეთიშება

16.06.22 11:27
მაკრონის ვიზიტი მოლდოვაში - ოპოზიცია შიშობს, რომ საქართველო ტრიოს ეთიშება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მოლდოველ კოლეგას მაია სანდუს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლდოვის განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, სავსებით ლეგიტიმურია. მისი თქმით, საფრანგეთი ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევას მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„მოლდოვას სურვილი ევროკავშირში გაერთიანების შესახებ სრულად ლეგიტიმურია. საფრანგეთი დაეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონსესუსის მიღწევაში მოლდოვის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მინდა, რომ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გამოვგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. - განაცხადა მაკრონმა.

მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვა ყველა საშინაო დავალებას აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. 

„ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვას რესპუბლიკის ევროინტეგრაცია იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომნელიც მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ვაკეთებთ საშინაო დავალებას და გვსურს შეფასდეს ჩვენი ნამდვილი დამსახურება და ჩვენი მუშაობის შედეგები. იმედი გვაქვს ევროკავშირი ჩვენს მოთხოვანს დააკმაყოფილებს“. - განაცხადა მაია სანდუმ.

ამ ფონზე, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილების წინ, მაკრონმა მოლოდოვას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, საქართველში აცხადებენ, რომ ჩვენი ქვეყანა "ტრიოს" ეთიშება" და ამ პროცესში უკრაინამ და მოლდოვამ შეიძლება ბევრად მეტი მიიღოს, ვიდრე საქართველომ.

რომან გოცირიძის განცხადებით, როდესაც მაკრონი ამბობს, რომ მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გამოვყოთ, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის გარიყული. 

ფაქტობრივად ევრაზიულ სივრცეში გადაგვისროლა ჩვენ მაკრონის ამ გამონათქვამმა და მრავალი წელი დაგვჭირდება იმ დანაშაულის გამოსწორებისთვის, რაც ამ ხელისუფელბამ ჩაიდინა"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები