პირველი პირების ვიზიტი მოლდოვასა და უკრაინაში არაფერს ნიშნავს - სერგეენკო
დავით სერგეენკოს ევროკავშირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.
"ქართული ოცნების" წევრის თქმით, ქვეყნის პირველი პირების ვიზიტი მოლდოვასა და უკრაინაში არაფერს ნიშნავს და ეს გადამწყვეტი ვერ იქნება.
არაბ მგონია, რომ ეს ინდიკატორი იყოს, რომ, თუკი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიან, მაშინ კარგად იყოს საქმე და თუ არ ჩამოდიან, მაშინ ცუდად. ევროკავშირის სტატუსის მინიჭება არის ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური საკითხი, ვიდრე ქვეყნის პირველი პირების ჩასვლა.
მე მჯერა და მწამს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.
ის, რომ სამი პოტსსაბჭოთა ქვეყანა აკეთებს თავის მკაფიო არჩევანს, ალბათ უნდა იყოს უფრო დიდი წონის საკითხი, ვიდრე არის სამი ქვეყნის მომავალი. "თუ კანდიდატის სტატუსი ამ დღეებში ვერ მივიღეთ, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა", - არა მგონია ეს სწორი ფორმულირება იყოს“. - ამბობს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განაცხადი.