როგორც ჩანს, ევროპას ჩვენთვის კარგი ამბავი არ აქვს სათქმელი - თინა ხიდაშელი
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, პროგნოზირებს, რომ ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს. ამის თქმის საფუძველს ხიდაშელს ის ფაქტი აძლევს, რომ სააქართველოში, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგან, მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატების ვიზიტი არ განხორციელდა.
თავისთავად ის, რომ ამ ისტორიული კვირის განმავლობაში კიშინიოვსა და კიევში მაღალი დონის ვიზიტები ხორციელდება, ხოლო საქართველოში ჩვენ არავის ვმასპინძლობთ, ეს, რა თქმა უნდა, არის იმის ნიშანი, რომ ჩვენთან დაკავშირებით რაღაც განსხვავებული ამბავი ხდება. იმიტომ, რომ კარგი ამბის სათქმელად ჩამოდიან-ხოლმე. ამიტომ ჩადიან კიშინიოვსა და კიევში.
როგორც ჩანს, ჩვენთვის კარგი ამბავი არ აქვთ სათქმელი, ამიტომ ეს ვიზიტები არ არის.
სინამდვილეში ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის თვის უნდა მიიღოს ევროკავშირმა. ანუ რუსეთისთვის იმის სათქმელად, რომ ასოცირებული ტრიოს ეს სამი სახელმწიფო რუსეთის უკანა ეზო არ არის - ამბობს თინა ხიდაშელი.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი და იტალიის პრემიერი კიევსა და კიშინიოვში ჩავიდნენ.