პუტინის მოწინააღმდეგე ცნობილ რუს ბლოგერს საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ
კრემლის მიერ დევნილ ცნობილ რუს ბლოგერს საქართველოს ხელისუფლება ციხისთვის წირავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის უფლება ინსა ლანდერს არ მისცა, რომელიც პუტინის მოწინააღმდეგეა და რუსეთის კორუმპირებულ ხელისუფლებაზე წერს.
უკვე 5 დღეა, ხმაურიანი გამოძიებების ავტორს საქართველოს საზღვარზე, სკამზე, სძინავს და არც საჭმელი და არც წყალი აქვს. რუსი ბლოგერი აღნიშნავს, რომ მას სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი, დავით ფხალაძე ემუქრება და აუტანელ პირობებში ამყოფებს. გარდა ამისა, ლანდერთან არ შეუშვეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც მასთან შესახვედრად ლარსის გამშვენ პუნქტში მივიდა.
ინსა ლანდერი აცხადებს, რომ უკან, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას ციხე ელოდება, რასაც ფიზიკურად ვერ გაუძლებს.
მე მემუქრება წამება და ციხე, თუ დავბრუნდები რუსეთში. დავიბადე და გავიზარდე ჩრდილოეთ კავკასიაში, ეს არის ტერიტორია, სადაც რუსები მოროდიორობით არიან დაკავებული. მათ ხელსია გზალაუფლება. რუსებს შეუძლიათ, სასიკვდილო განაჩენი სასამართლოს გარეშე გამოგიტანონ.
მე გამიმართლა, რომ მხოლოდ დამაკავეს და უარესი არ გამიკეთეს. მათ უკვე იციან, რომ მე საქართველოში ვარ. ისინი მივიდნენ ჩემს ოჯახთან და სთხოვენ, რომ რუსეთში დავბრუნდე.
თუ უკან დავბრუნდები, ციხეში 8 წლით უნდა წავიდე. მე ვერ გავუძლებ, მოვკვდები. - აცხადებს რუსი ბლოგერი.
ევროპული ქვეყნები, მათ შორის, ლიეტუვა, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საქართველოში შემოშვების შემთხვევაში ისინი რუს ბლოგერს თავიანთ ქვეყანაში წაიყვანენ და პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენ, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს. მისი პოზიცია უცნობია.
2021 წლის 9 დეკემბერს ლანდერს შინაპატიმრობა შეუფარდეს ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით.
რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, OVD-Info-ს თანახმად, ლანდერი ბოლო თვეების განმავლობაში სწავლობდა რუსეთში ერთ-ერთი საქველმოქმედო ფონდიდან თანხების გაფლანგვას.