სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაკავებული ,,ენმ"-ს წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

16.06.22 15:06
სასამართლოს უპატივცემულობისთვის დაკავებული ,,ენმ"-ს წევრი გირაოთი გაათავისუფლეს

დაკავებული ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი თავისუფალია.  სასამართლოს უპატივცემლობის გამო დაკავებული ჯელალ ქიქავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდანვე გირაოს საფუძველზე გაუშვა. ოპოზიციის წევრს თავისუფლებისთვის 15 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ პოლიტიკური მართმსაჯულების მსხვერპლია.

როცა ებრძვი ხელისუფლებას ყველა ხერხით, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ დაგიჭერენ. 

ყველა პოლიტდევნილი უნდა დავიბრუნოთ ქვეყანაში. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ, ვერ დაგვღლით. - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

ნაცმოძრაობის" წევრს ბრალად ედებოდა  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორისა და მოსამართლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მას ციხეში 2 თვე გაატარა.

მსგავსი სიახლეები