მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის პროცესი კლინიკა "ვივამედში" გაგრძელდება
მიხეილ სააკაშვილის პროცესი კლინიკა ვივამედში გაგრძელდება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მესამე პრეზიდენტს მხარეები სამედიცინი ცენტრში მიაკითხავენ და სასამართლო სხდომას პირდაპირ მწოლიარე პრეზიდენტის პალატაში გამართავენ.
შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვივა მედში" გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე საათში გადაწყვეტილება შეიცვალა და მხარეები სასამართლოში შეიკრიბნენ. ამის შემდეგ, პროკურატურამ გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.