პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება - დაანონსებული აქციის დღეს ზურაბიშვილი ბაქოში წავიდა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არ იმყოფება. დაანონსებული აქციის დღეს პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და ბაქოში წასვლა გადაწყვიტა. შეკრებამდე 4 საათი რჩება, სალომე ზურაბიშვილის ადმინმისტრაციაში კი "პირველებს" ეუბნებიან, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში აქციის დაწყებამდე დაბრუნდება.
პარალელურად, ევროპის მოედანზე აქციის სამზიდისი არ შეინიშნება, არადა დღეს იქ დიპკორპუსის ნაწილიც უნდა მივიდეს. ელჩები აქციაში მონაწილეობას მიღებას გეგმავენ.
პოლონეთის ვიცე-სპიკერის თქმით, ახლა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ერთიანობა და ერთად დგომაა.
მე ვფიქრობ, რომ ყველა დემოკრატიულმა და პროევროპულმა ძალამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა. მე იმედი ამქვს, რომ ბევრი ხალხი დაესწრება ორივე მსვლელობას, ვინაიდან ერთობა ევროპულ ოჯახტან მიახლოებისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო. ამაში ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია,ს აზოგადოება, მთავრობა და არ უნდა არსებობდეს გამყოფი ხაზები. ჩვენ რაც ნამდვილად გვინდა, დავინახოთ, არის ერთობა. ორი მთავარი საკითხია ოპოზიციისა და მთავრობისთვის : მათ უდნა გამოძებნონ გზა კოორდინირებისა, - განაცხადა მალგორჟატა გოშიევსკამ.
ევროპული ქვეყნების ელჩების მოწოდების მიუხედავად, "ქართული ოცნება" პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ გეგმავს. მმართველი გუნდი არც 20 ივნისს დაგეგმულ აქციაზე მივა.
დღევანდელ აქციაზე მისვლას არ ოპოზიცია აპირებს.