მთავარია, რომ სადაც ევროკავშირის დროშაა, იქ ვიყოთ ჩვენც - ბადრი ჯაფარიძე
პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართელი ხალხი იყოს ყველგან, სადაც ევროკავშირის დროშაა.
20 ივნისი არის ჩვენთვის მთავარი აქცია და 20 ივნისია მთავარი თარიღი, სადაც უნდა მოხდეს ჩვენი საზოგაოდების კონსოლიდირება, რადგან პრეზიდენტმა გააკეტა ასეთი არჩევანი, მე ვისურვებდი, რომ ეს ყფოფილიყო სხვაგვარად, მაგრამ რახან მან გააკეთა ეს არცევანი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები მიდიან ამ შეხვედრაზე, ჩვენც მივალთ, მთავარია, რომ სადაც ევროკავშირის დროშაა, იქ ვიყოთ ჩვენც, - თქვა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პროევროპული აქცია 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს. ამის შემდეგ კი იგივე შინაარსის კიდევ ერთი აქცია პრეზიდენტმა 16 ივნისს დაგეგმა. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ყველას, აქციას შეუერთდეს. მან ასევე, აქცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოიწვია და მოუწოდა ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლებს ევროპის მოედანზე მდუმარე აქციაზე მისვლისკენ.
ამ დროისათვის აქციაზე მისვლის სურვილი რამდენიმე ელჩმა გამოთქვა. დღეს ასევე, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მიწვევა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც მიიღო და ის ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს.