20 ივნისს, ევროპის მარშზე, მოძრაობა ,,სირცხვილიამ" ელჩები დაპატიჟა

16.06.22 17:29
20 ივნისს, ევროპის მარშზე, მოძრაობა ,,სირცხვილიამ" ელჩები დაპატიჟა

20 ივნისს, ევროპის მარშზე, მოძრაობა ,,სირცხვილიამ" ელჩები დაპატიჟა. სტრატეგიულ პარტნიორებს აქციაზე მისვლის მიწვევა უკვე გაეგზავნათ.

სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე პასუხს ელოდება, მნიშვნელოვანია, დაანონსებულ შეკრებაზე ქართველი ხალხის გვერდით უცხოელი დიპლომატებიც იყვნენ.

,,სირცხვილიას" აქტივისტები ვარაუდობენ, რომ თუ ევროკავშირის ელჩები 20 ივნისის აქციაზე მივლენ, ეს იქნება მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

20 ივნისი- ეს არის დღე, როცა ყველა უნდა ვიდგეთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი აქცია არა მართო ქართველებისითვის, არამედ ევროპელი დიპლომატებისთვისაც.

ჩვენი სურვილია, რომ აქციაზე ჩვენს გვერდით იდგნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც წლებია, გვეხმარებიან, დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს. 

ბუნებრივია, ის დღეც დადგა, როცა მათ პესონალურად მიუვიდათ მოწვევა. - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

,,სირცხვილიას" წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპელი დიპლომატები მიიღებენ მათ მოწვევას და აქციაზე დადგებიან, რადგან ეს სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიებაა. 

მსგავსი სიახლეები