საქართველოს ევროპული სესხი სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ აიღო - ფინანსთა სამინისტრო

16.06.22 17:54
საქართველოს ევროპული სესხი სასამართლოს რეფორმებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ აიღო - ფინანსთა სამინისტრო

რატომ არ აიღო საქართველომ  ევროკავშირისგან 75 მილიონიანი დახმარება - დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, ოპოზიციის მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხების გაცემა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სესხის მიღების შანსი იყო მცირე, ვინაიდან მისი მიღება სასამართლოში რეფორმების გატარებას გულისხმობდა.

პირობებეი სესხის იყო კარგი, მისაღები, მაგრამ იყო კითხვის ნიშანი, რამდენად მოხერხდებოდა ამ თანხის ჩამორიცხვა,  ვინაიდან იყო გარკვეული რეფორმები ჩადებული სასამართლოსთან დაკავშირებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები