აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე ევროპის მოედანზე არც სალომე ზურაბიშვილი ჩანს, არც აქციის მონაწილეები

16.06.22 18:51
აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე ევროპის მოედანზე არც სალომე ზურაბიშვილი ჩანს, არც აქციის მონაწილეები

ევროპის მოედანზე სურათი მთელი დღის განმავლობაში უცვლელია- ხდება ის, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა, გადაადგილდება ტრანსპორტი, მოქალაქეები.

არავითარი ნიშანი იმისა, რომ 19 საათზე აქ აქცია უნდა დაიწყოს, არ იკვეთება.  ადგილზე მხოლოდ პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული, რომლებიც უსაფრთხოების მიზნებისგან გამომდინარე, პერიმეტრზე განლაგდებიან.

რამდენიმე წუთი დარჩა აქციის დაწყებამდე, თუმცა ევროპის მოედანზე არც თავად სალომე ზურაბიშვილი ჩანს, არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც აქციაზე დასწრების მზადყოფნა გამოხატეს.

მსგავსი სიახლეები