ევროპის მოედანზე საქართველოს პრეზიდენტი მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი აქციაზე მივიდა. სალომე ზურაბიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტი შეკრებილ ხალხს ესალმება და სეირნობს.
ცოტა ხანში გამოჩნდება, რამდენად ხალხმრავალი იქნება აქცია, თუმცა, წინაწარ ცნობილია, რომ მასში მონაწილეობაზე პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ უარი იმთავითვე განაცხადა, რადგან მათი აზრით, დღევანდელი აქცია 20 ივნისს დაგეგმილი ღონისძიების კონტრაქციად წარმოუდგენიათ.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად არიან ევროკავშირის ელჩები და სავაერაუდოდ, ელოდებიან ამერიკის ელჩს, კელი დეგნანსაც.
ამ წუთებში აქციას შეუერთდნენ პარტია ,,ლელოს" წევრები.
როგორც ცნობილია, დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნებიან.