აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებიოთ ხალხის ჩამოყვანას- სალომე ზურაბიშვილი

16.06.22 19:54
აქციის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებიოთ ხალხის ჩამოყვანას- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ემიჯნება აქციებისა და შეკრებების დროს მონაწილეების ხელოვნურად გაზრდას, აქტივისტების  ტრანსპორტით ჩამოყვანას. 

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ქართველმა ერმა ნელ-ნელა უნდა ისწავლოს თავისუფალი ხედვის გამოხატვა.

ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას და აქტივისტების თავმოყრას. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის, ეს უნდა ვისწავლოთ, ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვარ ამაში.

და ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ ამას ხელი არ შეუშალოს- განაცხადა ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილმა

მსგავსი სიახლეები