ჩვენი გზავნილია: საქართველოს ერთადერთი ბედი და პერსპექტივა არის ევროპა - პრეზიდენტი

16.06.22 19:40
ჩვენი გზავნილია: საქართველოს ერთადერთი ბედი და პერსპექტივა არის ევროპა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ევროპის მოედანზე" მისივე დაანონსებულ აქციაზე ხალხმრავლობას არ ელოდებოდა.

"არ ველოდები დღეს ხალხმრავლობას; დღეს აქ არ ვარ, როგორც პრეზიდენტი"- თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ აქცია არაორგანზებულია.

მისი თქმით, აქციის მთავარი ზავნილია, რომ "საქართველოს ერთადერთი ბედი და პერსპექტივა არის ევროპა". 

აქ ყველა მოსულია თავისუფლად, არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება. დღეს აქ მე არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე ძალიან ხშირად ან ერთ მხარეს ან მეორეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ, ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და სჯერა, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს"- თქვა ზურაბიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები