"მიმართეთ ხელისუფლებას" - პრეზიდეტი გვარამიას დაპატიმრებაზე

16.06.22 19:45
"მიმართეთ ხელისუფლებას" - პრეზიდეტი გვარამიას დაპატიმრებაზე

საქართველოს პრეზიდენტი "მთავარი არხის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას, შესაძლო შეწყალებაზე დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს, ამბობს, რომ "ამაზე მან ისაუბრა", თუმცა კრიტიკული მედიის მენეჯერის დაკავებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

...პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება მოუწოდოს და რაც მეტი მოწოდება არის და ზეწოლა, უფრო ნაკლებად… ეს არ უწყობს ხელს იმას, რომ პრეზიდენტმა თავისი დისკრეცია გამოიყენოს ამ ფორმით”, - თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ერთი წლის წინ, როცა მან ბათუმში შარლ მიშელი, ზელენსკი და მაია სანდუ ჩამოიყვანა, საქართველო წამყვანი ძალა იყო.  

ამ თემაზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილს მედიამ შეახსენა, რომ ერთი წლის წინ ნიკა გვარამია ციხეში არ იჯდა და ის ხელისუფლებამ საპყრბილეში ერთ თვის წინ გაუშვა. 

"მიმართეთ ხელისუფლებას"- თქვა პრეზდენტმა კითხვის საპასუხოდ. 

მსგავსი სიახლეები