მოლდოვამ და საქართველომ ბევრი იმუშავეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად - კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ჩევნმა ქვეყანამა და მოლდოვამ ბევრი იმუშავეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა, კარლ ჰარცელს გაუჭირდება იმის პროგნოზირება, მიანიჭებენ თუ არა საქართველსო ამ სტატუსს.
მოლდოვამ და საქართველომ ბევრი იმუშავეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ბოლო კვირებში ბევრი გვესმოდა ამ ქვეყნების შესახებ.
ახლა გამიჭირდება რამის თქმა. უნდა მოვიცადოთ. ჩემი ყურადღება ხვალინდელ დღეზეა მიპყრობილი. ერთხელ ჩვენ უკვე ვნახეთ საჯარო დისკუსია ამ საკითხების ირგვლივ. - განაცხადა ჰარცელმა.