"საქართველო ასოცირებულ ტრიოს გამოეთიშება" - პირველი პროგნოზი ბრიუსელიდან

17.06.22 11:14
 "საქართველო ასოცირებულ ტრიოს გამოეთიშება" - პირველი პროგნოზი ბრიუსელიდან

დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - "პირველები" "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტს ესაუბრა. რიკარდ იოზვიაკი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო ასოცირებულ ტრიოს გამოეთიშება. 

ჟურნალისტის ამბობს, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობებით მიიღებენ, ხოლო საქართველო ევროპისგან ჯერ მხოლოდ შესასრულებელ პირობებს მიიღებს და მხოლოდ ამის შემედგ კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას. 

იოზვიაკის განმარტებით, მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც ყოფილა. მისი თქმით, ეს ერთგვარი პოტენციური კანდიდატის სტატუსია. 

როგორც ვიცი, შეთანხმება წინასწარია და არა საბოლოო, თუმცა ვვარაუდობ, რომ ამ ერთ კვირაში ვეღარაფერი შეიცვლება. ახლა ევროპის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან და საბოლოო პოზიციებს გაცვლიან. მე როგორც ვიცი, საქართველო გამოეყოფა ამ ტრიოს. მოლდოვისა და ურკაინის შესახებ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, მათ მისცემენ სტატუსს კონკრეტული პირობებით, თუმცა საქარტველოს მისცემენ ჯერ პირობებს და შემდეგ უკვე სტატუსის პერსპექტივას. ანუ ეს პოტენციური კანდიდატის სტატუსია. ევროპაში დიდი შეშფოთებაა საქართველოს უკან დახევის გამო და ამან განაპირობა გადაწყვეტილებაც. დღეს კომისიის დაკვნას ველოდებით. იქ ძალიან გრძელი სია იქნება პრობლემების, რეკომენდაციების და ასევე, შეფასებითი ნაწილიც. ამ პროცესმა ისედაც დიდი დრო წაიღო, ამიტომ ვფიქრობ, ამ დღის შემდეგ არაფერი შეიცვლება. წინააღმდეგობა უმეტესად დასავლეთ ევროპიდან მოდის, - ამბობს იაზვიაკი. 

იოზვიაკი ევროკომისიის შესაძლო გადაწყვეტილებებს მიზეზებსაც განმარტავს. მისი თქმით,  პრობლემები უკრაინას და მოლდოვასაც აქვთ, თუმცა ორივე ქვეყენას პროდასავლური ხელისუფლება ჰყავს და სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთეს. ამასთან, იოზვიაკი საქართველოსთან მიმართებაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას ასახელებს. 

რა თქმა უნდა, პრობლემები სამივე ქვეყანას აქვს, ურკაინაში ომია, ეკონომიკური დაღმასვლა, თუმცა ომის დროსაც და მანამდეც უკრაინაშ რეფორმები გრძელდება. მოლდოვას ჰავს პროდასავლური ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქტიურობდა. საქართველოში პრობლემებია: შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა, დემოკრატიის კრიზისი, სასამართლო სისტემის პრობლემები, მეტწილად ამან განაპირობა გადაწყვეტილება, - ამბობს იოზვიაკი. 

საქართველო ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია - დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს დღეს გახდება ცნობილი.  განცხადება ევროკავშირის დედაქალაში 15:00 საათზე გაკეთდება. 

მსგავსი სიახლეები