"ეს ბარბაროსობაა, ერთი ქართველი ოლიგარქის გამო იღუპება საქართველოს მესამე პრეზიდენტი" - პოლონეთის სეიმის წევრი
"ერთი ქართველი ოლიგარქის გამო იღუპება საქართველოს მესამე პრეზიდენტი" - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე, მალგოჟატა გოშიევსკამ თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
გოშიევსკა პირდაპირ ამბობს, რომ "ბარბაროსობაა", როდესაც მიხეილ საკააშვილს არ ეძლევა საზღვარგარეთ გადაყვანის და მკურნალობის უფლება.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობას, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. მალგოჟატა გოშიევსკამ აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებები ისეთი აბსურდულია, რომ არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებას.
საქართველოს ციხეში ახლა ცუდ მდგომარეობაში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. მის წინააღმდეგ ბრალდებები ისეთი აბსურდულია, რომ არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებას. ახლა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა. ასევე შეუძლებელია მისთვის ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ. ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. ამას არ შევეგუოთ ”, - განაცხადა მალგოჟატა გოშიევსკამ.