ევროპული კომისიის დასკვნის მოლოდინში - ლიეტუვის ელჩი საქართველოს ამხნევებს
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში ლიეტუვის ელჩი საქართველოს ამხნევებს. მისი თქმით, თუკი დღეს საქარათველო სტატუსს არ მიიღებს, ამით ყევლაფერი არ მთავრდება და წლების შემდეგ საქართველო ამ სტატუსს მაინც მიიღებს.
მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსესუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა, - ამბობს ანდრიუს კალინდრა.
საქართველო ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია - დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს დღეს გახდება ცნობილი. განცხადება ევროკავშირის დედაქალაში 15:00 საათზე გაკეთდება.