დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს - ქვეყანა ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია

17.06.22 11:48
დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს - ქვეყანა ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია

საქართველო ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია - დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს დღეს გახდება ცნობილი.  განცხადება ევროკავშირის დედაქალაქში 15:00 საათზე გაკეთდება. 

ევრკომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება 23 ივნისს იქნება მიღებული.

ოპოზიცია ევროპის პასუხთან  დაკავშირებით შესაძლო პროგნოზებს აკეთებს. მათი თქმით, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ცალსახად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება, რადგან სწორედ მმართველი გუნდი ესხმოდა თავს ევროპელ ლიდერებს. 

ისტორიული მარცხი თუ შედგება საქართველოსი, ეროვნული ისტორიული მარცხი, იქნება პირდაპირ დაკავშირებული საქართველოს ხელისუფლებასთან. პასუხს მათ გასცემს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის აქტიურობა და ქართველი ხალხის ამ პროტესტის დროს პოლიტიკური პარტიები და მთლიანად საზოგადოება დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ჩართული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ავანგარდში ამ მოძრაობის. ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში, უნდა აგოს პასუხი, ასეთი ხელისუფლება უდნა წავიდეს, - ამბობს ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური. 

 

მსგავსი სიახლეები