"რომ გითხრან სპილო ხარო..." - დავითულიანი ევროკომისიის დასკვნაზე

17.06.22 11:58
"რომ გითხრან სპილო ხარო..." - დავითულიანი ევროკომისიის დასკვნაზე

მიირებს თუ არა საქართელო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში ისეთი პირობები დაასახელოს, რომელიც შესრულებადია. 

მმართველი გუნდის წევრი ასევე, ამბობს, რომ პოლიტპატიმრები ქვეყანას არ ჰყავს და ეს საკითხი ევრკომისიის დასკვნაში ვერ ჩაიწერება. 

შესრულებად პირობებს წარმოგვიდგენენ, მე ამის იმედი მაქვს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ინსტიტუციამ წარმოგიდგინოს შეუსრულებელი პირობები, რაც აპრიორი ყველამ იცის, რომ ვერ შესრულდება. მაგალითად, არის რეფორმირება რიგი მიმართულებებით, მაგალითად პოლიტიკური შეთანხმება რაღაცაზე და ა.შ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ  ველი, რომ რამეს ჩაწერენ, იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანას არ ჰყავს. ყველაფერს ხომ უნდა არგუმენტირება. აი,ა სე ჰაერიდან მოტანილი თემა, რომ გითხრან, სპილო ხარ და აღარ იყო სპილო, თუ არ ვარ, როგორ უნდა გადავიქცე იმად, რაც არასდროს ვყოფილვარ, როგორ განვიკურნო იმისგან, რაცა არასდროს მჭირდა, - ამბობს ბექა დავიუთულიანი. 

საქართველო ბრიუსელის პასუხის მოლოდინშია - დააკმაყოფილებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს განაცხადს დღეს გახდება ცნობილი.  განცხადება ევროკავშირის დედაქალაქში 15:00 საათზე გაკეთდება.  

მსგავსი სიახლეები