ბათუმის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

17.06.22 12:00
ბათუმის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოს სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.  ოპოზიცია სხდომაზე ქალაქის მერის დასწრებას ითხოვდა. ხელსიფლების ოპონენტებს არჩილ ჩიქოვანისგან კითხვები ჰქონდათ. 

სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი თავდგირიძემ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გაეჩერებინათ.

ბათუმის საკრებულოს სხდომას ოპოზიცია პირველად ესწრება, რადგან აქამდე საკრებულოს შენობა არ ჰქონდა. სწორედ შენობისა და ბიუჯეტის საკითხები უნდა განხილულიყო დღეს სხოდმაზე, რომელსაც ბათუმის მერი უნდა დასწრებოდა, თუმცა არჩილ ჩიქოვანი სხდომაზე არ მივიდა.
 

მსგავსი სიახლეები