პრორუსულად განწყობილი, თავგასული ოლიგარქი - მალგოჟატა გოშიევსკა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს
პოლონეთის სეიმის მარშლის მოადგილე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს. განცხადება მალგოჟატა გოშიევსკამ კლინიკა "ვივამედთან" გააკეთა.
მისი თქმით, სრულიად იზიარებს ევროპარლამენტარების მოთხოვნას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.
მალგოჟატა გოშიევსკა იქვე ამბობს, რომ ერთი "თავგასული ოლიგარქის გამო" ქვეყანა და ხალხი არ უნდა დაისაჯოს.
მინდა პირადად განვაცხადო, რომ არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ"- თქვა მალგორზატა გოშიევსკამ.