პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი თბილისშია
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი თბილისშია. კარენ დონფრიდი ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან ერთად არასამთავრობო სექტორს უკვე ერთი საათია, რაც ხვდება.
ნიკა გვარამიას დაკავება საუბრის ცენტრალური საკითხია. არასამთავრობო სექტორმა ამერიკელ მაღალჩინოსანს ,,ოცნების" ხელისუფლების მხრიდან არადემოკრატიულ მმართველობაზე კონკრეტული ფატების შესახებ უამბო.
პოლიტიკური მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემის რეფორმა, დემოკრატიის გაუარესება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ხელუსფლების ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე- სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უკვე კარგად იცის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ შევძლებთ, გავლენა მოვახდინოთ ამ ხელისუფლებაზე. რადგან ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. გარდა იმისა, რომ ამ ისტორიულ შანსს ვკარგავთ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სერიოზული გადატვირთვა.
რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, გაუარესებულ მედია გარემოზე, სასამართლოზე. მათ კარგად იციან, რომ ამ კუთხით ჩვენ პორობლემა გვაქვს.- განაცხადა ეკა გიგაურმა, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა.
ცნობილია, რომ არასამთავრობო სექტორის შემდეგ კარენ დონფიდი ოპოზიციის წარმოიმადგენლებს შეხვდება.