ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილება - სააკაშვილი მალგოჟატა გოშიევსკას კლინიკაში არშეშვებაზე

17.06.22 13:02
ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილება - სააკაშვილი მალგოჟატა გოშიევსკას კლინიკაში არშეშვებაზე

ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილება - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონეთის  სეიმის მარშლის მოადგილის "ვივამედში" არშეშვებას. 

ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ ისტორიის სრულ აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი, კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არა მხოლოდ განცხადებებით“,- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები