მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ბრიუსელში გადამწყვეტი შეხვედრა დაიწყო

17.06.22 13:04
მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ბრიუსელში გადამწყვეტი შეხვედრა დაიწყო

გადამწყვეტი შეხვედრა დაიწყო - ევროკომისიის საბჭო ამ წუთებში საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. ევროპელი ლიდერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება ბრიფინგზე დაახლოებით ერთ საათში უნდა გამოცხადდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიერი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც სამ ქვეყანასთან მიმართებაში ევროპის პოზიციებს შეაჯამებენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები