სააკაშვილის სამკურნალოდ არგაშვების უკან, რუსეთთან კავშირში მყოფი ივანიშვილი დგას - მალგოჟატა გოშიევსკა
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშიევსკა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ არგაშვების უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას.
გოშიევსკას თქმით, ივანიშვილი ყველა კანონს და ყველა დაშვებულ წესს არღვევს. პოლონელმა მაღალჩინოსანმა ოლიგარქის რუსეთთან კავშირზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.
ხელისუფლება არ იძლევა სააკაშვილის მკურნალობის საშუალებას, მაგრამ ამის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც ყველა კანონს და ყველა დაშვებულ წესს არღვევს, ხოლო მისი რუსეთის ფედერაციასთან კავშირები საყოველთაოდ ცნობილია"- თქვა მაღალჩინოსანმა.
მალგორზატა გოშიევსკ ინტერესდება, რისი ეშინია ხელისუფლებას, როცა მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს.
ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვექმნა საერთაშორისო ექიმების გუნდი, რომელიც ჩამოვიდოდა და ამ დიაგნოზს დაადასტურებდა, მაგრამ ამაზეც ჯერ ჯერობით ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი. მე ვსვამ კითხვას, რისი ეშინია ქართულ ხელისუფლებას, როცა მასთან არ უშვებს საერთაშორისო ექიმების გუნდს? - დასძინა მან.