"ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი იზოლაციაში მოკლას"- გიული ალასანია

17.06.22 13:16
"ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი იზოლაციაში მოკლას"-  გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში სიკვდილია.

ალასანია მიხეილ სააკაშვილთან პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორზატა გოშიევსკას არშეშვებას "ვივამედთან" გამოეხმაურა: 

ჩემი შვილი საკმაოდ კარგად აზროვნებს და გამოცდილებაც აქვს უკვე, ნაკლები მოლოდინი ჰქონდა, რომ მალგორზატა გოშიევსკას პალატაში შეუშვებდნენ. იზოლაციაში ჰყავთ, მოკლან იზოლაციაში, მიზანი ეს არის“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მალგორზატა გოშიევსკა საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარია:

ქალბატონი მალგორზატა ჩემი შვილის ძალიან დიდი ხნის მეგობარია, საერთოდ, საქართველოს და პოლონეთის მეგობრობა ცნობილია. ეს მეგობრობა ძალიან დიდი ძალაა. მე-19 საუკუნეში, როცა პოლონეთში აჯანყება ხდებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გადმოასახლეს საქართველოში და მათი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ აქ და ისინი ღირსეული მოქალაქეები არიან საქართველოსი. ჩვენ ძალიან გვიყვარს პოლონელები, პოლონელებს უყვართ ქართველები და ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ბღალავს, ჩრდილს აყენებს ამ მეგობრობას, ეს დაუშვებელია“,- განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები